,,ქართული კვირა“ და ,,ბერლინის ქართული  სახლი“ თანამშრომლობას იწყებენ

,,ქართულ კვირასა“ და გერმანიაში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბერლინის ქართულ სახლს“ შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა და ,,ბერლინის ქართული სახლის“ თავმჯდომარემ თამარ შალამბერიძემ. თანამშრომლობის ფარგლებში, მოხდება ინფორმაციების გაცვლა, ცენტრის საქმიანობის ფართოდ გაშუქება და ასევე დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები.

,,ბერლინის ქართული სახლი“ დაფუძნდა 2007 წლის 27 ოქტომბერს, ბერლინში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებისა და სტუდენტების ერთობლივი ინიციატივით. ქართული სახლი არის საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც რეალურად ასრულებს ქართული დიასპორის ფუნქციას. საზოგადოება ახორციელებს კულტურულ და სოციალურ პროგრამებს, ასევე ეკონომიკურ პროექტებს უჭერს მხარს პრეზენტირებით.

ქართული სახლის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ბერლინში და მის ახლო მდებარე ფედერალურ მიწებზე მცხოვრები ქართული დიასპორის წევრების მონაწილეობით, ქართული კულტურის ინტენსიურ პოპულარიზაციასა და ინტეგრაციას.

ორგანიზაციის ბაზაზე ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, რომელიც ხელს უწყობს მშობლიური ენისა და  კულტურის შესწავლა-შენარჩუნებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები