Qatar Airways-ი თბილისი-დოჰის მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს გეგმავს

“AYIA NEWS” – ის ინფორმაციით, კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი სექტემბერში დოჰა-თბილისი-დოჰის მიმართულებაზე 3 ჩარტერულ ავიარეისს შეასრულებს.

ფრენები 1, 15 და 29 სექტემბერს იგეგმება, თუმცა აღნიშნული რეისები ამ დროისათვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე სექტემბრის რეისების განრიგში შეტანილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეისებზე კომპანიას საბოლოო ნებართვა ამ დროისათვის არ აქვს. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პროცესი შეთანხმების სტადიაზე იყოს.

ამ დროისავის დაკონკრეტებული არ არის, თუმცა არსებული გამოცდილების მიხედვით, Qatar Airways-ის ჩარტერული რეისი, რომელიც დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე შესრულდება იქნება მხოლოდ გამყვანი და ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-დოჰას მიმართულებაზე მოემსახურება.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გარდა საიმიგრაციო ვიზის მფლობელებისა და ამერიკის მუდმივი მაცხოვრებლის ან მოქალაქეებისა, დოჰას გავლით ამერიკაში წასვლა შეუძლიათ ტურისტული ვიზის მქონე მგზავრებსაც (B1/B2 კატეგორიის ვიზა), რაც მიმდინარე რეგულაციების მიხედვით ევროპის გავლით შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის გამო რეგულარული ფრენების შეჩერების შემდეგ (21 მარტი) ავიაკომპანია Qatar Airways-მა საქარველოს მიმართულებით ორი ჩარტერული რეისი უკვე განახორციელა.

Qatar Airways-ი მსოფლიოს 85 მიმართულებით ასრულებს ფრენებს, რაც კვირაში 400-ზემეტ ფრენას მოიცავს ამერიკის, აფრიკის შუა აღმოსავლეთისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები