აღმოაჩინეთ საქართველოს ეროვნული საგანძური

„ეს ბრწყინვალება ყველა ქართველმა უნდა ნახოს. მათ ბავშვობიდანვე უნდა იცოდნენ ჩვენი ქვეყნის საგანძურის შესახებ, რომ უცხო სანახაობამ არ მოგვჭრას თვალი. ჩვენ ბევრი გვაქვს საამაყო“ – საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის ერთ-ერთი ვიზიტორის ჩანაწერი ზუსტად უთითებს მიზეზს იმისა თუ რატომ უნდა დაათვალიეროთ საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი სიძველეთსაცავი – ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი.

გარდა ამისა, ხელოვნების სასახლე წარდგენილია ევროპის საუკეთესო მუზეუმის ნომინანტთა შორის. ის მსოფლიოს უდიდესი კულტურული ინსტიტუციის Google Cultural Institute ოფიციალური პარტნიორია. აქ დაცულ კოლექციებს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა ენიჭება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები