რა არის საკონსულო აღრიცხვა და ვის შეუძლია აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა

საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვა. თუ თქვენ საზღვარგარეთ იმყოფებით და გსურთ დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო გაწვდით ინფორმაციას, თუ  ვის  შეუძლია აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა.

„საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს საზღვარგარეთ დროებით მყოფი, ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, ან თქვენი მხრიდან ვალდებულებას და ემსახურება მხოლოდ საკონსულო სამსახურის მიერ თქვენი უფლებების ეფექტურად დაცვის მიზანს, მაგალითად, უცხო ქვეყანაში შექმნილი საომარი თუ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში – თქვენი ადგილსამყოფელის დროულად დადგენას და საკონსულო დახმარების ეფექტურად გაწევას. თქვენი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის დროს შესაძლოა დაფიქსირდეს ინფორმაცია თქვენი უცხო ქვეყნის მოქალაქე ოჯახის წევრების შესახებ.

საკონსულო აღრიცხვა ასევე შესაძლებლობას მოგცემთ, მონაწილეობა მიიღოთ საქართველოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში – საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შეგიძლიათ როგორც საკონსულოში ვიზიტის დროს, ასევე საფოსტო გზავნილით, თუმცა ყველაზე მარტივი გზა არის ვებ გვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით.“

მომსახურება უფასოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები