„ეარ ფრანსმა“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენა განაახლა

ფრანგულმა ავიაკომპანია „ეარ ფრანსმა“ (Air France) საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენა განაახლა. „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ პარიზიდან თბილისში 178 მგზავრი ჩამოფრინდა.

ავიაკომპანია რეისებს „ეარბას“ A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით შეასრულებს: პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) – თბილისის მიმართულებით – ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი – პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით – ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები