Aegean Airlines-ი ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

?????????????????????????

მიმდინარე წლის 20-21 აგვისტოს, ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

20 აგვისტო, ათენი – თბილისი (გამოფრენა საბერძნეთის დროით 23:30, მოფრენა 21 აგვისტოს საქართველოს დროით 03:20);

21 აგვისტო, თბილისი – ათენი (გაფრენა საქართველოს დროით – 04:10, ჩაფრენა საბერძნეთის დროით 06:05);

„ავიაკომპანია Aegean-თან დავასრულეთ გარკვეული მოლაპარაკება და შემიძლია გითხრათ, რომ, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლო დეკადაში ათენსა და თბილისს შორის მინიმუმ ერთი ფრენა შესრულდება. ეს არის ის ოპტიმალური რაოდენობა და შესაძლებლობა, რაც ჩვენს ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მისაღებია როგორც საბერძნეთისთვის, ასევე საქართველოსთვის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა, 5 აგვისტოს მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები