ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს  ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს უახლესი სავიზო რეგულაციების თანახმად:

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ვისაც ვიზის ვადა ამოეწურათ 2020 წლის 24 იანვრიდან 31 ივლისამდე პერიოდში, ვიზის ავტომატური გაგრძელების უფლება აღარ ექნებათ და მათ უნდა მიიღონ ყველა გონივრული ზომა ქვეყნის დასატოვებლად;

„უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ვისაც ვიზის ვადა ეწურებათ 2020 წლის 24 იანვრიდან 31 აგვისტომდე პერიოდში, უფლება აქვთ დარჩნენ ქვეყანაში 31 აგვისტომდე ბრიტანეთის საშინაო ოფისისადმი მიმართვის გარეშე. გამონაკლის შემთხვევებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დასატოვებლად შესაძლოა მიეცეთ დამატებითი ვადა შესაბამისი დასაბუთების წარდგენის შემთხვევაში;

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ვისაც ბრიტანეთში დარჩენა სურთ და ვიზის ვადა ეწურებათ 2020 წლის 24 იანვრიდან 31 აგვისტომდე პერიოდში, 31 აგვისტომდე უფლება აქვთ ქვეყნიდან გაუსვლელად მოითხოვონ ახალი ვიზა.“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები