მინიატურული საქართველო

შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ “ციცინათელას” გვერდით მდებარეობს საქართველოში ერთადერთი, უნიკალური პარკი სახელწოდებით “საქართველო მინიატურებში”. ამ პარკში წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირშესანიშნაობები მინიატურების სახით.

პარკი მდებარეობს 2 ჰა ტერიტორიაზე და მინიატურების რაოდენობა 54 არქიტექტურულ ძეგლს მოიცავს, რომელსაც უახლოეს მომავალში დაემატება კიდევ რამდენიმე ძეგლი.  ეს გახლავთ ულამაზესი პარკი–მუზეუმი, რომელიც დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებზე.

მინიატურების კომპლექსი დააპროექტა კომპანიამ “არქიტექტურული ლაბორატორია #3”-მა.

“პირველად ვნახე მინიატურული საქართველო და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩოლოქთან, “ციცინათელას” გასართობი პარკის ეზოშია.

საქართველოს ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლის მაკეტი დამხვდა.

აჭარაში ან გურიის სანაპიროებზე თუ მოხვდებით და მაგალითად, უმზეობა ზღვაზე დასვენებაში ხელს შეგიშლით, არ დაიზაროთ და დაათვალიერეთ ეს 50-მდე საუკეთესო მაკეტი. 10 წუთში ნახავთ შატილსა და სვანეთს, ბაგრატის ტაძარსა და ძველ თბილისს, ჭყონდიდის ტაძარსა და მყინვარწვერს, ვარძიასა და უფლისციხეს და რას აღარ.” – წერს სოციალურ ქსელში გოგა ჩანადირი და მაკეტების ახალ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. გთავაზობთ ამ ფოტოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები