ფესტივალი “All of Greece, one Culture” ანიტა რაჭველიშვილის სოლო კონცერტით გაიხსნა

საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2020 წლის 18 ივლისს, ბერძნული კულტურული ფესტივალი სახელწოდებით “All of Greece, one Culture”  ქართველი მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის სოლო კონცერტით გაიხსნა.

კონცერტი ათენის ცენტრში, რომაული აგორას ღია სივრცეში გაიმართა და მას საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტიც დაესწრო. ამით დაიწყო ორთვიანი ფესტივალი, რომლის ფარგლებში სამასამდე კულტურული ღონისძიება გაიმართება საბერძნეთის სხვადასხვა არქეოლოგიური ღირშესანიშნაობის სივრცეში.

„ანიტა რაჭველიშვილის კონცერტს, რომელშიც ჩვენმა საამაყო თანამემამულემ მონაწილეობა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მიიღო, ერთგვარი სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა. ამ ღონისძიებით საბერძნეთის ხელისუფლებამ პატივი მიაგო ყველა იმ ადამიანის დაუღალავ შრომას, ვინც ქვეყანაში პანდემიის გავრცელების პრევენციას შეუწყო ხელი და ვინც დაუღალავად იშრომა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.“ – ნათქვამია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები