ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის ბრძანების თანახმად, საქართველო შეყვანილია იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ შესვლა ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

აღნიშნული ბრძანება მოქმედებს 2020 წლის 16 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ბულგარეთში.

„ევროკავშირის წევრი და შენგენის სივრცის წევრი სახელმწიფოებიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლაც და მისი ტრანზიტულად გავლაც. აგრეთვე, საქართველოდან მომავალ მოქალაქეებსაც შეუძლიათ ბულგარეთში შემოსვლა. აღნიშნულ პირებს კარანტინი/თვითიზოლაცია არ მოუწევთ!

გამონაკლისს წარმოადგენს შვედეთის სამეფოსა და პორტუგალიიდან მომავალი პირები – მათ, ბულგარეთის ტერიტორიაზე შემოსასვლელად მოუწევთ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული COVID (PCR) ტესტის სერტიფიკატის წარმოდგენა, სადაც დაფიქსირებული იქნება უარყოფითი შედეგი (ანუ, მათ არ აქვთ კორონავირუსი).

აგრეთვე, მესამე ქვეყნებიდან (საქართველოსა და ევროკავშირი/შენგენის სივრცის ქვეყნების გარდა) მომავალმა საქართველოს მოქალაქეებმა, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსასვლელად, უნდა წარმოადგინონ COVID (PCR) ტესტის უარყოფითი შედეგის მაჩვენებელი სერტიფიკატი.“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები