გოეთეს ინსტიტუტის პროექტი „Civil Match“

გოეთეს ინსტიტუტი გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ პროგრამაში Civil Match.

Сivil Match არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაწყვილების პროგრამა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს 10 ქვეყნიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) დაამყარონ კავშირები და წამოიწყონ ერთობლივი პროექტები. პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციებს თანამშრომლობის, იდეების განვითარებისა და საინტერესო პროექტების წამოწყების შესაძლებლობა ექნებათ.

პროგრამა ორ ეტაპად ჩატარდება:

Civil Match (24-26 ივლისი) – პროგრამა, რომელიც მიმართულია უცხოურ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან კონტაქტების დასამყარებლად;

Civil Match Forum (21-24 სექტემბერი) – სადაც საშუალება გექნებათ მოიპოვოთ დაფინანსება ტრანსსასაზღვრო პროექტებისთვის.

Civil Match-ისა და Civil Match Forum-ის ძირითადი მიმართულებებია მედია და პლურალიზმი; კულტურა და ახალგაზრდები; განათლება და კონფლიქტის მოგვარება. პროგრამების ფარგლებში, საშუალება გეძლევათ, იპოვოთ ერთი ან მეტი უცხოელი პარტნიორი და თქვენ პარტნიორთან ერთად შეძლოთ საგრანტო განაცხადის შეტანა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აპლიკაციაში.

Civil Match-ის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიპოვონ პრიზი თანამშრომლობისთვის 1000 ევროს ოდენობით და შექმნან საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების პროექტები.

პროექტი Civil Match უკრაინის გოეთეს ინსტიტუტის მიერ ინიცირებული პროექტია და ის ხორციელდება Insha Osvita-ს, WECHANGE-სა და EENCE-სთან თანამშრომლობით. პროექტი ფინანსდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები