ჩანახატების კონკურსი ემიგრანტებისთვის „წერილები გზიდან“ დასრულდა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პორტალმა „ქართული კვირა“  “მეტი დეველოპმენტთან“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად დაასრულა  ჩანახატების კონკურსი ემიგრანტებისთვის „წერილები გზიდან“. 

კონკურსის პირველი თემა იყო “ჩემი ეზო“.

კონკურსში მონაწილეობა  ნებისმიერ ქართველ ემიგრანტს შეეძლო.

კონკურსის მონაწილეებს მკითხველებთან ერთად კომპეტენტური ჟიური აფასებდა და ის ორ ეტაპად ჩატარდა.

პირველ ეტაპზე „ქართული კვირის“ რედაქციაში 6 საუკეთესო ჩანახატი შეირჩა და გამოქვეყნდა ჩვენს გვერდზე.

მეორე ეტაპზე კონკურსანტები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ და 2 გამარჯვებული გამოვლინა. ესენი გახლავთ მაია დედაბრიშვილი და თინათინ გეგელაძე.

გამარჯვებულებს “მეტი დეველოპმენტისგან“ გადაეცემათ ბინის მშენებლობის 10 000 ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი.

ასევე, დაწესებული იყო მკითხველის სიმპათიის პრიზი, რომელიც ფატი ბოკელავაძემ დაიმსახურაა (სიმპათიის გამოსავლენად დაითვლა ე.წ. ლაიქები)

გამარჯვებულ ავტორებს წიგნებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა დაასაჩუქრებს.

ვულოცავთ გამარჯვებულებს და მათ, უახლოეს მომავალში, უფრო ახლოს გავაცნობთ მკითხველს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები