ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი წინანდალში გაიმართა

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეოთხედ გაიმართა.

კონკურსის მიზანი საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობაა.

კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ენოლოგი, საქართველოს დამსახურებული მეღვინე გიორგი დაქიშვილი იყო.

გამარჯვებული ღვინოები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ონლაინ-დეგუსტაციებზე გაიგზავნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეღვინეობის დარგში პანდეემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე.

კონკურსი „ასოციაცია ქართული ღვინოს“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ – მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები