საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროს საზღვრები გაიხსნა

მონტენეგროში საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ.

ჩამონათვალში მოხვდა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო და კიდევ 50 ქვეყანა, მათ შორის – საქართველო. ამ ქვეყნების მოქალაქეებს არ მოუწევთ სავალდებულო კარანტინის რეჟიმის გავლა და არც კორონავირუსის ტესტის წარდგენა. დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენლები კი ვალდებული იქნებიან სავალდებულო კარანტინი გაიარონ.

საზღვრები საქართველოსთვის ასევე გახსნეს ესპანეთმა,  ლატვიამ, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ. ავსტრია ქვეყანაში შესვლაზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეზღუდვებს 30 სექტემბრიდან ხსნის. ამის შესახებ ვენაში საქართველოს საელჩოში განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები