საქართველოს საელჩო გერმანიაში ონლაინკონცერტების სერიას იწყებს

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ივლისსა და აგვისტოში აუდიტორიას ახალ ონლაინპროექტს სთავაზობს, რომლის მიზანსაც გერმანიაში მყოფი ქართველი ხელოვანებისა და მათი შემოქმედების წარმოჩენა წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ონლაინ კონცერტების ადა ვიდეორგოლების მომზადება.

როგორც გერმანიაში საქართველოს საელჩო აღნიშნავს, ქართველები წარმატებით მოღვაწეობენ უცხოეთში და ორ ქვეყანას შრის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაშიც საკუთარი დიდი წვლილი შეაქვთ

პროექტში მონაწილეობას სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის წარმომადგენლები მიიღებენ, რომელთა კონცერტებიც საელჩოს სოციალური ქსელის გვერდზე წინასწარ დაანონსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები