ბარსელონაში სამხატვრო კონკურსში გამარჯვებული ქართველი ემიგრანტი ბავშვების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 

ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში გაიმართა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ბავშვთა ნახატების გამოფენაში გამარჯვებულების დაჯილდოება.

კონსულმა, ქეთევან გოგოლაშვილმა მადლობა გადაუხადა ბავშვებს და მათ მშობლებს კონკურსში მონაწილეობისათვის. მან ასევე გამოხატა მადლიერება დიასპორულ ორგანიზაციებთან არსებული სკოლების მასწავლებლების მიმართ, რომელთა დამსახურებაა ის, რომ ბავშვები არ წყდებიან მშობლიურ ფესვებს და ბევრი მათგანი ხატვითაც დაინტერესდა.

კონკურსში გამარჯვებულებსა (I ადგილი – ანასტასია ჩაჩხიანი, II ადგილი – სანდრო გრიგოლია, საკონსულოს მიერ დაწესებული პრიზი „საკონსულოს სიმპათია“ – თეკლა მეტრეველი) და ცერემონიალზე დამსწრე ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები.

დაჯილდოების ცერემონიალის ბოლოს ბავშვებმა მადლობის ნიშნად, სიურპრიზის სახით, შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

საზეიმო ნაწილის შემდეგ გაიმართა დიასპორული ორგანიზაციის –  „ქართველების ერთობა კატალონიაში“ წარმომადგენლებთან შეხვედრა. აღინიშნა სახელმწიფოს მიერ კორონავირუსით გამოწვეულ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული საქმიანობა. ხაზი გაესვა ბარსელონაში საქართველოს საკონსულოსა და დიასპორულ ორგანიზაციებს შორის აღნიშნულ პერიოდში თანამემამულეთა დახმარების მიზნით ნაყოფიერ თანამშრომლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები