ათენის კულტურის ცენტრმა “კავკასიამ” დიასპორის წარმომადგენლებისათვის კინომოყვარულთა კლუბი დააარსა

ათენის კულტურის ცენტრში “კავკასია” ათენის ფოტო-კინომოყვარულთა კლუბი – ”Athens photo Cinema Club” (APCC) დაარსდა.

კლუბში 5 ივნისს  ცნობილი კანადელი კინორეჟისორის, სტივენ სილვერის მრავალ საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებული ფილმის – ‘‘The Bang Bang Club’’ ჩვენება გაიმართა .

ათენში მყოფ დიასპორის წარმომადგენლებს, ვისაც კინოხელოვნება გაინტერესებთ, საშუალება გეძლევათ, ყოველ შაბათ საღამოს, თბილ და მეგობრულ გარემოში უყუროთ საინტერესო ფილმებს, მოამზადოთ და დააგემოვნოთ თქვენთვის სასურველი კოქტეილები და ერთმანეთს გაუზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები.

“კინოხელოვნება არის ერთ-ერთი საერთო ინტერესის სფერო, რომელიც იზიდავს, როგორც ქართველებს, ასევე ბერძენ და უცხოელ საზოგადოებას, ამიტომ შესაძლებელია ისეთი ჩვენებების მოწყობა, რომლებიც ბერძენ ხალხს დააინტერესებს და ამავდროულად, ამ გზით მათ ქართულ ხელოვნებას და კულტურას გავაცნობთ” – წერს საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები