„იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევი”- პირდაპირი ჩართვა ემიგრანტებისათვის 

ოთხშაბათს, 8 ივლისს, რომის დროით 11:00 სთ-ზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე, პირდაპირი ჩართვით გაიმართება „იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევის“ პრეზენტაცია.

გზამკვლევი პრაქტიკული სახელმძღვანელოა იტალიაში მცხოვრები ქართველი მიგრანტებისათვის და მოიცავს დეტალურ ინფორმაციას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, როგორიცაა ვიზა, ბინადრობის ნებართვა და მისი მოპოვება, სოციალური დაცვა, დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, ჯანდაცვა და ა.შ.

პრეზენტაციას გაუძღვებიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში და 2019-20 წლების „საქართველოს ახალგაზრდა ელჩები“-ს პროგრამის მონაწილეები იტალიაში. პრეზენტაციის დასასრულს უშუალოდ მიგრაციის და ბინადრობის საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხებს იტალიის მიგრაციის სამსახურის წარმომადგენელი. შემოგვიერთდით 8 ივლისს, 11:00 საათზე.

„იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევი“ შემუშავებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENIGMMA 2 პროექტის ფარგლებში რომელსაც ახორციელებს „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები