პაატა შამუგიას ლექსები რუმინულად ითარგმნა 

რუმინული ლიტერატურული ჟურნალის Luceafărul de dimineaţă ივნისის ნომერში პაატა შამუგიას ლექსების თარგმანები გამოქვეყნდა. ლექსები რუმინული წარმოშობის ფრანგმა პოეტმა, მთარგმნელმა და გამომცემელმა, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის 2019 წლის მონაწილემ, ლინდა მარია ბაროსმა თარგმნა.

თარგმანები შესრულებულია შუალედური ენიდან, ბაჩანა ჩაბრაძის ფრანგული თარგმანების დახმარებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები