ბორჯომის ცენტრალურ პარკში შესვლა წლის ბოლომდე უფასო გახდა

ბორჯომში  ზაფხულის სეზონი გაიხსნა და შიდა ტურიზმის წასახალისებლად ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში შესვლა წლის ბოლომდე უფასო გახდა. ინიციატივა ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

ბორჯომის ცენტრალური პარკი დასვენებისა და განტვირთვისათვის იდეალურ ადგილს წარმოადგენს. ბუნებრივი მინერალური წყლისა და უნიკალური ლანდშაფტის გამო პარკს ოთხივე სეზონზე უამრავი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი სტუმრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები