საქართველო წელს “ტრენტოს” საერთაშორისო ფესტივალის ფოკუსქვეყანა იქნება

ნინო ორჯონიკიძის და ვანო არსენიშვილის მიერ ერთ სოფელზე გადაღებულ დოკუმენტურ ნამუშევარს მალე „ტრენტოს“ საერთაშორისო და მრავაწლიანი ისტორიის მქონე ფესტივალის საკონკურსო სექციაში უჩვენებენ.  „გვირაბი“ მოგვითხრობს იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ბოლო 6 წლის განმავლობაში ხარაგაულის რაიონში, „მოლითის“ სარკინიგზო სადგურის გარშემო ვითარდებოდა. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ამბიციური პროექტის დაწყებისთანავე პატარა სოფლებისა და იქაური მოსახლეობის ცხოვრების წესი თავდაყირა დგება. „გვირაბი“ საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

პანდემიის გამო ზაფხულის  ბოლოსთვის გადადებულ საერთაშორისო ფესტივალზე, ორგანიზატორები მაყურებელს ქართული ფილმების რეტროსპექტივას   ონლაინ-რეჟიმში შესთავაზებენ, სახელწოდებით „დესთინეიშენ  ჯორჯია“.  „გვირაბის“ გარდა ფესტივალზე  13 ქართულ ფილმს აჩვენებენ. მათ შორისაა ყველასთვის კარგად ცნობილი მარიამ ხაჭვანის ფილმი, „დედე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები