თბილისის იტალიურ სკოლას საერთაშორისო კონკურსის სპეციალური პრემია “Strada degli Scrittori” მიენიჭა

თბილისის იტალიურ სკოლას „ცისკარს“  ლუიჯი პირანდელოს სახელობის საერთაშორისო კონკურსის სპეციალური პრემია “Strada degli Scrittori” მიენიჭა.

ეს კონკურსი ყოველწლიურად სიცილიის ქალაქ აგრიჯენტოში ტარდება, სადაც დიდი იტალიელი დრამატურგი, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ლუიჯი პირანდელო დაიბადა. კონკურსის მიზანი პირანდელოს შემოქმედების პოპულარიზაციაა.

კონკურსის ჟიურიმ პირანდელოს მოთხრობის „ქვევრის“ მიხედვით შექმნილი სპექტაკლისთვის თბილისის სკოლა „ცისკარის“ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლე გოგონები დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები