„წერილები გზიდან“ – „ქართული კვირა“ ემიგრანტებისთვის ახალ კონკურსს იწყებს

პორტალი „ქართული კვირა“  “მეტი დეველოპმენტთან“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად იწყებს ჩანახატების კონკურსს ემიგრანტებისთვის „წერილები გზიდან“. 

კონკურსს ყოველ ორ თვეში ახალი გამარჯვებული ეყოლება.

კონკურსის პირველი თემაა : “ჩემი ეზო“

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ქართველ ემიგრანტს, ნებისმიერი ქვეყნიდან.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია:

ნამუშევრის ავტორის სახელი და გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.

ჩანახატის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 (ორ) გვერდს.

დაგვიანებით ან/და არასრული მონაცემებით წარმოდგენილი ნაშრომები არ  განიხილება.

კონკურსის მონაწილეებს მკითხველებთან ერთად შეაფასებს კომპეტენტური ჟიური.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარება.

პირველ ეტაპზე „ქართული კვირის“ რედაქციაში მოხდება საუკეთესო ჩანახატების შერჩევა.

მეორე ეტაპზე კონკურსანტებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური და მკითხველი. საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 6 ივლისი.

კონკურსის 2 გამარჯვებული 13 ივლისს გამოვლინდება.

გამარჯვებულებს “მეტი დეველოპმენტისგან“ გადაეცემათ ბინის მშენებლობის 10 000 ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი.

ასევე, დაწესებულია მკითხველის სიმპათიის პრიზი.(სიმპათიის გამოსავლენად დაითვლება ე.წ. ლაიქები)

გამარჯვებულ ავტორებს წიგნებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა დაასჩუქრებს.

გამარჯვებული ჩანახატების ავტორებს „ქართული კვირა“  უფრო ახლოს გააცნობს მკითხველს.

ჩანახატების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, ელფოსტის მისამართზე: kartuli@kvira.ge, ან „ქართული კვირის“ ფეისბუქ გვერდზე. სათაურის ველში მიუთითეთ – ჩანახატების კონკურსი ემიგრანტებისთვის „წერილები გზიდან“.

გისურვებთ წარმატებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები