ქურციკების მეექვსე თაობა დაიბადა

საქართველოში ქურციკების სრულფასოვანი პოპულაციის აღდგენისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ქურციკი, იგივე ჯეირანი, გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდა.  

2013 წლიდან ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (BMZ,KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით, ქურციკის აღდგენის პროექტი წარმატებით ხორციელდება. 

ახალშობილი ქურციკები დაბადებიდან 2-3 კვირის განმავლობაში ძალიან რთული საპოვნელია. ისინი საიმედოდ იმალებიან ბალახში და სამალავს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ისიც სწრაფი ნახტომებით ტოვებენ. ამ ფოტოების მოპოვებაც, ძალიან დიდი ნებისყოფის, მოთმინებისა და დაკვირვების შედეგია. პატარა ლიკლიკები თავს შესანიშნავად გრძნობენ.

ქურციკები ძალიან ფრთხილი და ცნობისმოყვარე არსებები არიან. დედა ქურციკიც  მხოლოდ იმ შემთხვევაში უახლოვდება ლიკლიკას თუ საფრთხეს არ გრძნობს.

ქურციკი, იგივე ჯეირანი, გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდა.

ფოტოები გადაღებულია ქურციკების მონიტორინგის სპეციალისტის ვაჟიკო ყოჩიაშვილის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები