გიორგი გახარია: “ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს თითოეული ემიგრანტის დახმარება საქართველოსთვის”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოს იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისებით სამშობლოში დააბრუნეს. სიტყვით გამოსვლისას პრემიერი ქართველი ემიგრანტების საკითხსაც შეეხო: 

“ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს თითოეული ემიგრანტის დახმარება საქართველოსთვის. ძალიან კარგად მესმის, რა ზემოქმედება აქვს ამას ეკონომიკაზე – ამის ახსნა არ მჭირდება. ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ის ცოდნა და კომპეტენცია, რომელიც არის მიღებული იქ, მისი საქართველოში ჩამოტანა. ამისთვის, რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა ეკუთვნის. მინდა, პირველ რიგში გისურვოთ ჯანმრთელობა და გისურვოთ, რომ დავრჩეთ აქ. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქ ვიშრომოთ და მივაღწიოთ იმას, რისი გაკეთებაც უკვე ვისწავლეთ და რა გამოცდილებაც იქ მივიღეთ – ეს არის ყველაზე მთავარი და, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა; უნდა ვიცოდეთ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი დღეს არაფერი არ არის” – აღნიშნა გიორგი გახარიამ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები