Coro polifonico Musica Creator- ის ხელმძღვანელი ლაურა გოგიაშვილი “WORLD FOLK VISION” -ის ნახევარფინალშია

იტალიის ქ. რომის პოლიფონიური გუნდის Coro polifonico Musica Creator- ის ხელმძღვანელი ჩვენი თანამემამულე, ქალბატონი ლაურა გოგიაშვილი გახლავთ. ის საერთაშორისო ფესტივალ – კონკურსის “WORLD FOLK VISION”  მონაწილეა და მსოფლიოს 115 ქვეყნის 4000 მონაწილიდან შერჩეულია ნახევარფინალში მონაწილეობის მისაღებად, ფინალში, 40 საუკეთესოს შორის მოსახვედრად კი საჭიროა  ონლაინ რეჟიმში ხმის მიცემა 2020 წლის 15 ივნისამდე. ხმის მიცემა ერთჯერადია.

იმედია ქალბატონ ლაურა გოგიაშვილს და   Coro polifonico Musica Creator -ს  ფესტივალ-კონკურსის ფინალში ვიხილავთ, რომელიც 2020 წლის ნოემბრის დასაწყისში ყატარის რესპუბლიკაში ჩატარდება.

ონლაინ რეჟიმში ხმის მისცემა შესაძლებელია ბმულზე: http://worldfolk.vision/…/navigation_page/profile_2625.phtml

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები