ესპანეთში ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი დასრულდა

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეზე, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელშეწყობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საელჩოს ინიციატივით გამართულ გამოფენა-კონკურსში გამარჯვებულები და მონაწილეები დააჯილდოვა.

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი ბავშვები ბარსელონიდან, მადრიდიდან, ბილბაოდან, ვიტორიიდან, ვალენსიიდან, მალაგიდან, ალიკანტედან, ბურგოსიდან, არნედოდან და ესპანეთის სხვა ქალაქებიდან, რომლებსაც გადაეცათ გამოფენაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს კი სამახსოვრო საჩუქრები.

ონლაინ გამოფენაზე წარმოდგენილი 109 ნამუშევრიდან მიღებული ხმების რაოდენობით, გამოვლინდნენ გამარჯვებულნი;

I ადგილი – 9 წლის ანასტასია ჩაჩხიანი ბარსელონიდან

II ადგილი – 7 წლის სანდრო გრიგოლია ბარსელონიდან

III ადგილი – 8 წლის ბარბარე რურუა ბურგოსიდან.

ასევე განსაკუთრებული სიმპათიის ნომინაციით დაჯილდოვდა მადრიდის, ალკობენდას საკვირაო სკოლის მოწაფე, 8 წლის ლუკა ავალიშვილი.

ღონისძიებაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ესპანეთში მოღვაწე ქართული ეკლესიების წინამძღვრებს, ბარსელონას „წმინდა ნინოს“ სახელობის სამრევლოსთან არსებულ „წმინდა ანთიმოზ ივერიელის“ სახელობის საკვირაო სკოლას, მადრიდისა და ალკობენდას საკვირაო სკოლებს, „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტების“ ასოციაციასთან არსებულ ალიკანტეს საკვირაო სკოლას, კულტურულ, სოციალურ და შემოქმედებითი ასოციაციას „საქართველო ბურგოსში“, ვიტორიისა და არნედოს საკვირაო სკოლებს, ასევე არნედოს ასოციაციას „საქართველოს შვილები რიოხაში“, ჩვენს დიასპორულ ორგანიზაციებს და ჩვენს მეგობრებს საინტერესო ნამუშევრების მოწოდებისა და ბავშვების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები