ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისები შესრულდება

მიმდინარე წლის ივნისში, ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways”-ი ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შესრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ამსტერდამის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

  • 8 ივნისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენის დრო 10:00, მოფრენის დრო 20:30);
  • 15 ივნისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენის დრო 10:00, მოფრენის დრო 20:30);
  • 27 ივნისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენის დრო 10:00, მოფრენის დრო 20:30);

თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება შემდეგი განრიგით იგეგმება:

  • 4 ივნისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი (გაფრენის დრო 09:25, მოფრენის დრო 16:10);
  • 11 ივნისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი (გაფრენის დრო 09:25, მოფრენის დრო 16:10);
  • 21 ივნისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი (გაფრენის დრო 09:25, მოფრენის დრო 16:10);
  • 25 ივნისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი (გაფრენის დრო 09:10, მოფრენის დრო 15:15).

ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2020 წლის 25 მაისს მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები