2008 წლისა და აფხაზეთის ომებში დაღუპული მამა-შვილი – “ომის ბიჭების” ისტორია 

გახსოვთ ალბათ მოკლე ინტერვიუები აფხაზეთში მებრძოლ ბიჭებთან,ოჯახის წევრებსა და მეგობრებს  მოკითხვას რომ უთვლიდნენ. ვისაც ნანახი გაქვთ, გემახსოვრებათ ერთი კაცი, ცოლს რომ მიმართავს:

“გამარჯობა მარინა, როგორ ხართ,
აბა შენ იცი.
ხომ ვიცი, რა მაგარი ქალი ხარ.
თუ ცოცხალი არ დავბრუნდი,
ვახტანგი ვაჟკაცად გამიზარდე

ამ ომიდან სახლში ცოცხალი ვერ დაბრუნდა.

წლების შემდეგ კი  2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მისი 20 წლის შვილი,  “ვაჟკაცად რომ გაუზარდა ცოლმა” მამის საფლავის გვერდით დაკრძალეს.

20 წლის კაპრალი, ვახტანგ გზირიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეით ბრიგადაში მეტყვიამფრქვევედ მსახურობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვახტანგ გზირიშვილს ცხინვალის მისადგომებთან ნაძვნარში რუსული თვითმფრინავების მიერ დაბომბვისას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა, ნამსხვრევმა სახსარში ფეხი მოსწყვიტა და არტერია დაუზიანდა. თანამებრძოლებმა ბრძოლის ველიდან გაიყვანეს, მაგრამ სისხლისგან დაიცალა.

ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის ომში 1992 წლის დეკემბერში დაიღუპა. აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდის დახმარებით საზღვაო დესანტი ტამიშთან გადასვა, ცაფირა-ტამიშის მონაკვეთი დაიკავა და პლაცდარმის გაფართოება დაიწყო. გამთენიისას ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართული ჯარის ნაწილებმა მორიგი სადესანტო დარტყმა მიიღეს, პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები