კარანტინის მოხსნის შემდეგ ათენის ქართულ ტაძარში პირველი ლიტურგია ჩატარდა

საბერძნეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დროებითი აკრძალვების მოხსნის შემდეგ, ათენის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში პირველად ჩატარდა ქართული ლიტურგია. ღვთისმსახურებას დაესწრო საბერძნეთში საქართველოს ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით დონდუა. 

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ელჩმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა ტაძარში შეკრებილ ქართულ მრევლს. აღნიშნა, რომ შემთხვევითი არაა, რომ მისი პირველი შეხვედრა, როგორც საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის რანგში, სწორედ თანამემამულეებთან შედგა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საელჩო თავისი დაარსების პირველი დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობს საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან. საქართველოს საელჩოების საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს სწორედ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მიერ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მხარდაჭერა, საქართველოს სახელმწიფოს განვითარების პროცესში ქართული დიასპორის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა და ემიგრანტთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა. შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები