უნგრეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

18 მაისიდან, ბუდაპეშტში ნაწილობრივ მოიხსნება კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვები. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საქართველოს საელჩო უნგრეთის რესპუბლიკაში.

„18 მაისიდან ბუდაპეშტში ნაწილობრივ მოიხსნება კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვები და ამოქმედდება იგივე ზომები, რაც 4 მაისიდან იქნა დაწესებული რეგიონებში, თუმცა, სავალდებულო რჩება მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა ყველგან.

-კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, მაღაზიებსა და აფთიაქებში დილის 09:00 საათიდან შუადღის 12:00 საათამდე დაიშვებიან მხოლოდ 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები;

– გაიხსნება პარკები, საბავშვო მოედნები, გარე საცურაო აუზები, ღია ცისქვეშა მუზეუმები და ზოოპარკი;

– გაიხსნება მაღაზიები და აღდგება სხვადასხვა სერვისების მიწოდება;

-რესტორნები და კაფეები გახსნიან ღია ტერასებს;

-1 ივნისიდან რეგიონებში, ხოლო 15 ივნისიდან დედაქალაქში დაშვებული იქნება 200 მდე ადამიანის დასწრება რელიგიურ ცერემონიებზე, ქორწილებსა და დაკრძალვის ცერემონიებზე;

– ამ პერიოდიდან ასევე დაშვებულია საოჯახო ღონისძიებების ჩატარება სასტუმროებსა და რესტორნებში;

– 18 მაისიდან ბუდაპეშტში დაშვებული იქნება უნივერსიტეტების გახსნა რექტორების გადაწყვეტილების შესაბამისად;

– კვლავ აკრძალულია სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში ვიზიტი!“ ნათქვამია განცხადებაში.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები