საქართველოს ფოსტა საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ახალ სერვისს სთავაზობს

საქართველოს ფოსტა ათენში, საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ახალ სერვისს სთავაზობს.
ემიგრანტებს შესაძლებლობა ექნებათ სახლიდან გაუსვლელად, ერთი სატელეფონო ზარით გააგზავნონ ამანათი საქართველოს მიმართულებით და საქართველოს ფოსტა იზრუნებს, ნებისმიერ სოფელსა თუ ქალაქში, ამანათი მიმღების კართან მიიტანოს. მომსახურების ღირებულება 1 კილოგრამ გზავნილზე 1.50€ იქნება.

საქართველოს ფოსტა ასევე აძლევს ემიგრანტებს შესაძლებლობას, გადაიხადონ კომუნალური გადასახადები (დენი, წყალი, ბუნებრივი აირი, ტელეფონი, დასუფთავება და ა.შ.) საქართველოში ათენის ფილიალიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები