ლენი კრავიცის კონცერტის თარიღი განახლდა

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის კონცერტის თარიღი განახლდა და ის 2021 წლის 29 მაისს, თბილისში, ისევ მსოფლიო ტურის “Here to Love”-ის ფარგლებში გაიმართება.

ქართველი მსმენელის წინაშე მუსიკოსი 2021 წლის 29 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წარდგება და ენერგიული გამოსვლითა და ცოცხალი შესრულებით შექმნის დაუვიწყარ განწყობას. აღსანიშნავია რომ, ლენი კრავიცის 2021 წლის ევროპის ტური საქართველოში დაიწყება.

ლენი კრავიცმა 20-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში 4-ჯერ მოიპოვა გრემის ჯილდო და დაამყარა რეკორდი საუკეთესო მამაკაცი როკ ვოკალისტის კატეგორიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები