მწვანე მშენებლობა – ბუნებისა და არქიტექტურის ეკოლოგიური და ესთეტიკური სინთეზის 5 მაგალითი

უკვე 50 წელია, ყოველწლიურად აპრილის ბოლო კვირას დედამიწის კვირეული აღინიშნება. სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად, მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორული სიახლეების სააგენტომ, architecturaldigest გამოცემის არქივიდან 5 ნაგებობა შეარჩია.

შერჩევის პრინციპი მარტივია – თითოეული მათგანი წარმოადგენს ბუნებისა და ადამიანის თანაცხოვრების მარტივ, ეკოლოგიურად სუფთა, ლამაზ და გარემოზე მინიმალური უარყოფითი ზეგავლენის მქონე ნაგებობას.

თანამედროვე მშენებლობებმა ბეტონის ჯუნგლებიდან ეკოლოგიურად სუფთა გარემოში გადაინაცვლა და ადამიანებიც სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობენ, ბუნებასთან მეტი სიახლოვე იქონიონ. შეიძლება ითქვას, ეს თანამედროვე არქიტექტურის ერთგვარი გამოწვევაა – ააშენო სწრაფად, ხარისხიანად, იაფად და ამავე დროს მაქსიმალურად ახლოს იყო ბუნებასთან და მიაყენო მას მინიმალური დაზიანება.

architecturaldigest სწორედ ის 5 ნაგებობა წარმოადგინა, რომლებმაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობის დაკმაყოფილება მოახერხეს. 

Photographed by Trevor Tondro AD November 2011nbsp

ეს არის სან-ფრანცისკოელი წყვილის მიერ ვაიომინგში (აშშ-ში) აშენებული სახლი. როგორც ჯოან და რიკო ზორკენდორფები ამბობენ, მათ არ სურდათ სახლი, რომელიც ზედმეტად შეიჭრებოდა გარემოში და უხეშად დაარღვევდა იქ არსებული ლანდშაფტის სილამაზეს. “ჩვენ გვჭირდებოდა მარტივი და მკაფიო არქიტექტორული ხედვა და არა ზედმეტი გადატვირთულობა” – განუცხადა გამოცემას სახლის არქიტექტორმა, ფიონა მაკლინმა. სხვათაშორის, ამ სახლით მწერალი დომინიკ ბრედბერი დაინტერესდა, რომელმაც ერთხელ აღნიშნა, რომ “იმ ეპიკური ხედების გათვალისწინებით, რაც სახლიდან იშლება, შეუძლებელია, აქ თქვენი მზერა მუდმივად გარეთ არ იყოს მიმართული. ეს კი ბუნებასთან საოცრად ღრმა კავშირს ქმნის”

 

Photographed by Thomas Loof Architectural Digest June 2016

მინის სახლი ჰარვარდის პროფესორ ტოშიკო მორის ეკუთვნის. იგი 2016 წელს მთლიანად მინისაგან აშენდა და იმდენად ერწყმის გარემოს, რომ შორიდან მისი დანახვა თითქმის შეუძლებელია. პროფესორმა მორიმ დიდხანს იმოგზაურა მთელ მსოფლიოში, რათა ცნობილი შუშის სახლები შეესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ შექმნა იდეალური დიზაინი, რომელიც 2016 წელს რეალობად აქცია.

 

Photo Architectural Digest May 2016

რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, ეს ინგლისური ლანდშაფტის დიაზაინია, რომელიც მე-18 საუკუნეში ბრაუნმა შექმნა. ბრაუნის დაბადებიდან 300 წლის შემდეგ, 2016 წლის მაისში მისი “მოძრავი ბორცვები” კვლავ დაბრუნდა ბრიტანული ლანდშაფტის დიზაინში და ბრაუნის ხედვები წიგნადაც გამოიცა.

 

Photographed by Mary E. Nichols Architectural Digest February 1984

ეს ნაგებობა არქიტექტორამ ჯონ ლანტერმა 1984 წელს შექმნა.

“ერთი შეხედვით,ეს ბორცვია, გარემოს ისეთივე ჩვეულებრივი ნაწილი, როგორიც ირგვლივ მდებარე სხვა ბორცვები. მეორე შეხედვით, შეიძლება სოდის_ ან მარილისსახურავიან სახლად მოგეჩვენოთ, სინამდვილეში კი ესაა ადგილი, სადაც ზამთრის ცივი თვეები უნდა გაატარო, იცხოვრო თოვლთან ერთად და გჯეროდეს, რომ ნამდვილი ხელოვნება არასდროს შეიჭრება ბუნებაში უხეშად. ეს სიმბიოზია – ბუნება და ხელოვნება ერთმანეთით ცხოვრობენ” – ასე შეაფასა ლანტერის ნამუშევარი მწერალმა, დევიდ გებჰარდმა.

 

Photographed by Mary E. Nichols Architectural Digest July 1981

“მწვანე მინდვრებიდან მთისაკენ მიმავალი ხედი რომ შენი ფანჯრიდან იშლება, სხვა არაფერია, თუ არა მისტიკა” – ეს მხატვარ ჯორჯია ო’კეფის სახლია ნიო-მექსიკოში (აშშ). ადგილი, რომელიც ერთ-ერთი ფოტოგადაღების ლოკაცია უნდა ყოფილიყო, მხატვარმა 1981 წელს შეიძინა და იქაურობა ყველაზე განსხვავებულ და უცნაურ საცხოვრებლად აქცია. ადგილად, რომელიც ისე ერწყმის ბუნებას, თითქოს მასში ადამიანის ხელი არც კი ურევია. “შენება ვნებაა, თუ ერთხელ დაიწყე, ვერასოდეს მოეშვები, ვერასოდეს დატოვებ”- ახსენა მხატვარმა, ო’კეფიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

 

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.