“ასეთი ისტორია აქვს თითოეულ მედპერსონალს… ამ ხალხს მეორე თვეა ოჯახი არ უნახავს…”

ექიმ მარიამ გრიგორაშვილის ემოციური პოსტი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში.

„19 მარტი იყო ბოლოს რომ ვნახე ჩემი შვილი…  უფრო სწორად, დაძინებულს ვაკოცე და რამდენიმე კვირით (მისთვის)დავიკარგე…  წავედი კლინიკაში საცხოვრებლად და სამუშაოდ… სიღრმეებს არ ჩავყვები კლინიკაში რამდენი ძალიან მაგარი რამ  ვნახე… რამდენი ზრუნვის, პატივისცემის და სიყვარულის მაგალითი… ამაზე სხვა დროს…

მშრალ ინფორმაციას მოგაწვდით:

3 კვირა ვიმუშავე… 2 კვირა ბოქსირებულ პალატებში, 1 კვირა რეანიმაციაში… ახლა თვითიზოლაციის 2 კვირიან პერიოდს გავდივარ და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ 1 მაისს, ჩემი შვილის დაბადების დღეზე, მის გვერდით ყოფნა შევძლო… მერე (დიდი ალბათობით) , ისევ მომიწევს კლინიკაში დაბრუნება და ოჯახთან განშორება…

ამ 5 კვირის მანძილზე (პირველად) გამოვაკლდი დედაჩემის დაბადების დღეს… ასევე პირველად არ შევხვდები აღდგომას ოჯახთან ერთად… გამოვაკლდი ყველაზე საყვარელ მომენტს, რომელსაც ნატალის დაბადებიდან ველოდებოდი – კუსურამ წინა ორი ძირითადი კბილი ამოიღო, პატარა ფანჯარა გაიკეთა და ახლა საყვარლად თლიფინებს… ვუყურე ჩემ შვილს, როგორ ეხუტება ეკრანს ჩემი დანახვისას… მოვუსმინე 5 წლის ბავშვი როგორ მამხნევებს, რომ ძალა მომცეს… ძალიან არ გავაგრძელებ, ბევრი რამ ვნახე ამ 5კვირის მანძილზე…

მაგრამ… რაც ყველაზე მთავარია – ეს არ არის ჩემი ცალკეული შემთხვევა…

ასეთი ისტორია აქვს თითოეულ მედპერსონალს, რომელიც დღეს კლინიკაში COVID 19 – ის დადასტურებულ პაციენტთან მუშაობს…  ასეთი ისტორიები აქვთ ჩემს ექიმებს… უმცროსებს და ექთნებს… სანიტრებს, რომლებსაც ერთი წუთითაც არ დაუხევიათ უკან… ამ ხალხს მეორე თვეა ოჯახი არ უნახავს…  არცერთ მათგანს…

სანამ თქვენ გარეთ ჩვეულებრივად ცხოვრებას განაგრძობთ, თქვენს გამო უამრავი ადამიანი ოჯახისგან იზოლირებულად ცხოვრობს და მუშაობს…  არცერთი მათგანი არავის აყვედრის ამ ამბავს…  ასე ესმით, ასე უყვართ და ასე მიაჩნიათ თავიანთი საქმე სწორად… მაგრამ… სანამ თქვენ იკრიბებით… პიკნიკებზე დადიხართ… სადღესასწაულო შეკრებებისთვის ემზადებით… ერთი წამით დაფიქრდით ხალხზე, რომლებიც თქვენს გამო ამ მწარე დღეებს გადიან… ამ ხალხსაც უნდა ოჯახში დაბრუნება, შვილების ჩახუტება… ოჯახური სითბოს ძველებურად შეგრძნება… ამ ხალხსაც უნდა ნორმალური ძილი… ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება და სანამ თქვენ ასე, ერთმანეთისგან დისტანცირების გარეშე გააგრძელებთ ცხოვრებას და საყოველთაო კარანტინს საყოველთაო საგაზაფხულო არდადეგებად ჩათვლით, ამ ხალხს მოუწევს ამ არაადამიანურ რეჟიმში, ოჯახებისა და საყვარელი ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრების გაგრძელება უვადოდ… უ ვ ა დ ო დ!…

ხოდა, ძალიან დიდი თხოვნა მექნება, მიიტანოთ ამ ხალხის ემოციებიც გულთან… გაიაზროთ თქვენი, როგორც ცალკეული ინდივიდის პასუხისმგებლობა სოციუმის მიმართ… და ძალიან ცოტახნით

#დარჩისახლში

თვალსაჩინოებისთვის ვურთავ ჩემი შვილის ფოტოს.

მადლობა ყურადღებისთვის.

ნახვამდის.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები