“კრიზისცენტრი ამერიკა” აშშ-ში მყოფი ქართველი ემიგრანტების დახმარებას აგრძელებს

რამდენიმე ქვეყანაში ქართული დიასპორების თაოსნობით კრიზისცენტრები შეიქმნა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან ემიგრანტებს როგორც პირველადი საჭიროების პროდუქტებითა და მედიკამენტებით, ასევე კვალიფიციური მედიკოსების კონსულტაციებით. 

ერთ-ერთი ასეთი ცენტრი აშშ-ში ფუნცქიონირებს, რომელსაც აღრიცხვაზე ჰყავს 265 ინფიცირებული ქართველი ემიგრანტი (მათგან საშუალო სიმძიმის – 13, ჰოსპიტალში გადაყვანილი კი -11) და მუდმივად ეხმარება მათ. ლია ზვიადაური ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც კრიზის ცენტრმა დახმარება აღმოუჩინა: 

“მე ახლა მინდა ხმა მივაწვდინო ჩემსავით (ღმერთმა დაგიფაროთ ჩემსავით) გაჭირვებულებს… კრიზისის ცენტრის პაციენტებს… ჩვენ ხომ ყურადღების დეფიციტი გვაშინებს და.. მინდა დაგარწმუნოთ რომ ნუ შეშინდებით !
ჩემი მდგომარეობა ამისწინ დავწერე და ვაგრძელებ … იმიტომ, რომ გრძელდება ჩემზე მეთვალყურეობა კი არა მარტო – კონტროლიც !
კრიზისის ცენტრის მედდა, ნინო ჩეხოშვილი სასწაულების კეთებას აგრძელებს ! დღესაც მივიღე მეორედ გზავნილი ! (დავდებ სურათს) გამომიგზავნა უამრავი რამე.
ვხედავ დაკავებულია მარა ასწრებს უამრავჯერ დარეკოს ( არ გენდობიო), აბა ჩქარა გავაკეთოთ სუნთქვის ვარჯიშები, აბა ის დალიე? აბა ივარჯიშე?.. თან თითებს მიქნევს: ტყუილზე რომ იჭერდნენ – პირველად შენ დაგიჭერდიო
ვაა საიდან იგებს?? – ვამბობ რომ გამითიშავს … არ მეხერხება ტყუილი და ვერ ვამბობ დამაჯერებლად?? არ ვიცი…არადა ვცდილობ ,მეც მინდა რომ კარგად გავხდე ხო??..

გუშინ ჩამძინებია და სასწრაფოდ წამოვფრინდი – გავაკეთო სუნთქვის ვარჯიშები სანამ ნინო დარეკავსთქო.
ახლა ეს პატარა ფრაგმენტი დავწერე, რაც უამრავჯერ მეორდება დღეში…
ნინო ჯერ ჩემთან აკეთებს ამ სასწაულებს …და სულ დატვირთულია…
ახლაც დამირეკა, მოასწრო რჩევა და პაციენტი მყავს საავადმყოფოში და მირეკავსო… ვარჯიში ვერ მოვასწარით და გადმორეკავს… აბა ჩქარაო… და ასე… მერე მემშვიდობება  – ლია დეიდა, მიყვარხართ სიგიჟემდე!!!

აბა რა მომკლავს?? ნუ ვფიქრობ და ვფიქრობ ეს გოგო ვინაა? ნეტა ჩავწვდები როდისმე მის პიროვნებას?” – წერს ლია ზვიადაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები