ათენში საქართველოს 68 მოქალაქეს გაეწია დახმარება

ათენში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის მიერ დაწყებული აქციის მანძილზე საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით და თავშესაფრით  საქართველოს 68 მოქალაქეს გაეწია დახმარება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოსთან ერთად აქციაში სისტემატიურად იყო ჩართული და პურით ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფდა ბენეფიციარ თანამემამულეებს ათენში, ვიქტორიის მოედანზე, არისტოტელუს ქ. N79 ში მდებარე ქართული ტრადიციული პურის საცხობი – თონე,, Παραδοσιακές Γεωργιανές Πίτες ”-ს და კაფე – ,,ხინკალი და ხაჭაპური”(მის: ახარნონის 189)

„აქციის საორგანიზაციო ჯგუფი მადლობას უხდის ყველა ქველმოქმედ ემიგრანტს, რომელიც ჩაერთო საქველმოქმედო აქციაში და საკუთარი წვლილი შეიტანა თანამემამულეთა დასახმარებლად . ასევე აპრილამდე გაწეული დახმარებისა და ქველმოქმედებისთვის მადლობას ვუხდით ათენის წმ. პანტელეიმონის ტაძრის მღვდელმსახურებს: არქიმანდრიტ აბიბოს ტარიადისს და იერო – დიაკონ ნიკოლოზ ხვიჩიას. ფონდ ,, ემიგრანტი დედები ნათელი მომავლისათვის” წევრებს: თამარ მიქელაძეს, ნაზი შენგელიას, ანა ჭანკოტაძეს, ნარგო ხაჭვანს, ნელი ტორონჯაძეს. ემიგრანტებს ლიკა კოკოთის, თამარ ტყეშელაშვილს და ირმა აირაპეტიანს.“ – ნათქვამია აქციის საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები