11-მა საწარმომ საკარანტინე სივრცეები რძის პროდუქტებით უფასოდ მოამარაგა 

11-მა ქართული რძის ნიშნის მატარებელმა ყველის საწარმომ – მილკენი, წინწყარო+, ყველის ქოხი, შუამთა, ცივის ყველი, წიფორა სამცხე, ცეზარი, ხიზა, დისველი, თელეთი, თავიანთი ნაწარმი ინფექციური დაავადებისა და შიდსის ცენტრს გადასცა. ათობით კილოგრამი ყველით უსასყიდლოდ მომარაგდა ასევე აბასთუმნის ფილტვის ცენტრი და სასტუმრო “შატო მერე”, სადაც კარანტინში მყოფი პირები არიან მოთავსებული.

თერთმეტივე საწარმო შვეიცარიის მიერ დაფინანსებული პროექტის,  “კავკასიის ალიანსების პროგრამის” ბენეფიციარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები