კაკო პაპას ტიტების ისტორიით ფრანგული გამოცემა დაინტერესდა

“მადლიერების ყვავილები: ქართველებმა მებაღე გაკოტრებისგან იხსნეს” – ასე ჰქვია სტატიას, რომელიც ფრანგულმა ახალი ამბების სააგენტომ, NEWS-24-მა გამოაქვეყნა. 

“ერთმა კარგმა საქმემ ქართველები მეორემდე მიიყვანა, მებაღის წითელი ტიტები მოხალისეებმა მადლიერების ნიშნად, კორონავირუსთან მებრძოლ ქართველ ექიმებს გადასცეს” – წერს გამოცემა.

NEWS 24 ასევე აღნიშნავს საქართველოს წარმატებულ ბრძოლას COVID-19-ის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, 63 წლის კახელი მებაღე, კაკო ჯეირანაშვილი ტიტების რეალიზაციას ვერ ახერხებდა.სოციალური კამპანია “აჩუქე ტიტები ონლაინ” მალევე პოპულარული გახდა და ადამიანების დიდმა ნაწილმა კაკო პაპას ტიტები დისტანციურად “შეიძინა”. მებაღისათვის 5000 ლარიც მალევე შეგროვდა. მადლიერების ნიშნად, მოქალაქეებმა კაკო პაპას 1500 ტიტა იმ ექიმებს დაურიგეს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები