როგორ შეძლებენ მოქალაქეები იტალიის რეგიონებიდან სპეცრეისისათვის რომში  ჩასვლას – საელჩოს განმარტება 

საქართველოს მთვარობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებითი სპეცრეისები დაინიშნა.  21 აპრილს შესრულდება ჩარტერული რეისი რომი-თბილისი, რომელსაც განახორციელებს ავიაკომპანია “საქართველოს ავიახაზები”, ბილეთები კი  2 დღით ადრე ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე გაიყიდება. 

ამ დროისათვის მთელი იტალიის ტერიტორიაზე მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა – დღის განმავლობაში გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ავტოსერტიფიკატით.

“გაცნობებთ, რომ მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა 13 აპრილის შემდეგ იტალიაში გამოცხადებული შეზღუდვის წესები, მოქალაქეს, რომელსაც ექნება იტალიის ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის აუცილებელი ავტოსერთიფიკატი (სადაც მიუთითებს, რომ მოემგზავრება რომში სამშობლოში დასაბრუნებლად) და ასევე საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთი, შეეძლება თავისუფლად ჩამოვიდეს რომში იტალიის ნებისმიერი რეგიონიდან” – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები