“როგორღაც უნდა გავიტანოთ ეს მძიმე დღეები ერთმანეთით…”

“როგორღაც უნდა გავიტანოთ  ეს მძიმე დღეები ერთმანეთით… დამირეკოს ყველამ ვისაც დახმარება სჭირდება და იმათაც, ვისაც სურვილი აქვს დაეხმაროს…” – ქართველი ემიგრანტის, ლელა ლაჩაშვილის მიმართვა.

“ეს პროდუქტი დღეს შევიძინეთ და მივიტანეთ ოთხ ბინაში, სადაც უმუშევარი ქალები და ჩვილი ბავშვები იყვნენ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თუნდაც მცირედი გაიღეთ მათ დასახმარებლად და განსაკუთრებით, კაზამასიმაში მყოფ გოგოებს, რომლებმაც გუშინ 215 ევრო ააგროვეს და გადმოგვცეს ამ უაღრესად საშური საქმისათვის.

შეგიწიროთ ღმერთმა ყველას ძვირფასებო. როგორღაც უნდა გავიტანოთ ეს მძიმე დღეები ერთმანეთით. გაზაფხულია, ეპიდემიაა და მათ ვისაც სამსახური არ აქვთ და გარეთაც ვერ გადიან, უნდა ჰქონდეთ პროდუქტი, რომ იმუნიტეტი არ დაუქვეითდეთ და იყვნენ დაცულები ამ ვირუსისგან.

დამირეკოს ყველამ ვისაც დახმარება სჭირდება და იმათაც ვისაც სურვილი აქვს დაეხმაროს… გისურვებთ ჯანმრთელობას.

მობილური +39 389 435 1090. ლელა ლაჩაშვილი.

მადლობა, თეა მეგრელიშვილს გარჯისათვის.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები