ახალი ინფორმაცია კვიპროსში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს საელჩო  კვიპროსში ახალ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს მოქალაქეებისთვის  2020 წლის 31 მარტის 06:00 საათიდან კვიპროსში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ.

„21:00 საათიდან 06:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის გადაადგილება (სამსახურებრივი დანიშნულების გარდა);

06:00 საათიდან 21:00 საათამდე სახლიდან გარეთ გასვლა შეიძლება მხოლოდ ერთხელ (უკიდურესი აუცილებლობის დროს აფთიაქში, ან სუპერმარკეტში ვიზიტის გარდა). სახლიდან გასვლისას თან უნდა იქონიოთ ვიზიტის მიზნის დამადასტურებელი შევსებული ფორმა ან გასვლამდე უნდა გაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება;

კვირაობით დაკეტილი იქნება ყველა მაღაზია და სუპერმარკეტი;

მიმდინარე პერიოდში დადგენილი წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმა 300 ევროს ოდენობით (150 ევროს ნაცვლად).“| – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები