მოსახლის მიერ გადარჩენილი შველი მაჭახელას ეროვნულ პარკში გაუშვეს

მაჭახელას ეროვნულ პარკს კიდევ ერთი ახალი ბინადარი შეემატა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გონიოში, მონადირე ძაღლების მიერ გამოდევნილი შველი ადგილობრივმა მოსახლემ გადაარჩინა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შველი პარკის ტერიტორიაზე გაუშვეს.

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები