მალტაზე ქართული ხელოვნების კვირეული,  “მადლი-ერი” გაიმართება 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდითა და მალტის ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში„ კუნძულ მალტაზე პროექტი „მადლი – ერი“ გაიმართება.

ღონისძიების მთავარი გზავნილია – “ჩვენთან, საზღვარს აქეთ პატარა საქართველოა”. პროექტის მიზანს ქართველ ემიგრანტ მოზარდებში ქართული სიმღერის, ხელოვნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და ემოციის შექმნა წარმოადგენს.

ღონისძიების გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში გამართულ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს მუზა”, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში უკვე მეექვსედ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები