ჩეხური გამოცემა საქართველოს სპელეოტურიზმის შესახებ წერს

ჩეხი სპელეოლოგები  საქართველოს უნიკალური კარსტული მიწისქვეშა პოტენციალის შეფასებას უწყობენ ხელს – ამის შესახებ ცნობილი ჩეხური გამოცემა “Prague Daily Monitor” წერს. 

სტატია მკითხველს მღვიმეების განვითარების ხედვებისა და ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ჰიდროლოგიური კვლევების შესახებ უყვება. ჩეხი სპელეოლოგებისა და შესაბამისად, გამოცემის ყურადღების ცენტრში იმერეთის, სამეგრელოსა და რაჭის მღვიმეები მოხვდა. როგორც ჩეხი სპეციალისტები განმარტავენ, ამ რეგიონებს აქვთ განსაკუთრებული პოტენციალი სწორედ ამ კუთხით განავითარონ ტურიზმი.

“განსაკუთრებით საინტერესოა რაჭის მღვიმე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გრძელია და ჯერ-ჯერობით – შეუსწავლელი. გამოქვაბულს, რომლის საერთო სიგრძე 4073 მეტრია, რამდენიმე დარბაზი და უნიკალური სტალაქტიდური და სტალაგმიტური დეკორაცია აქვს”  – ამბობს სპელეოლოგი პეტრე ზაჟეკი, ჩეხეთის რესპუბლიკის მღვიმეების ადმინისტრაციის სპეციალისტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები