5 დეკემბერს  მილანში საქართველოს მოქალაქეებს  საკონსულო მომსახურებას ადგილზე  გაუწევენ

5 დეკემბერს იტალიის რესპუბლიკაში, ქალაქ მილანში,  საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის წარმომადგენლები,  საქართველოს მოქალაქეებს  საკონსულო მომსახურებას ადგილზე გაუწევენ.

საკონსულო მიღება  მილანში საქართველოს საპატიო კონსულის ლელიო ორსინი დ’არაგონა ბაგრატიონის ხელშეწყობით განხორციელდება.  მოქალაქეთა მიღება იწარმოებს ხუთშაბათს 5 დეკემბერს 10:00 – დან – 18:00 სთ – მდე  მისამართზე:  Via Zebedia 2, Milano.

ადგილზე  შესაძლებელი იქნება  შემდეგი მომსახურების გაწევა:

  • განაცხადის ჩაბარება პასპორტზე სრულწლოვანი და მხოლოდ იმ არასრულწლოვანი პირებისათვის, რომლებზეც ერთხელ   მაინც იყო პასპორტი გაცემული;
  • განაცხადის ჩაბარება პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად;
  • განაცხადის ჩაბარება საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად;
  • განაცხადის ჩაბარება თარგმანის გასახორციელებლად. (ქართულიდან იტალიურზე და პირიქით);
  • განაცხადი ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის მისაღებად;
  • განაცხადი კანონით დაშვებული ნებისმიერი ცნობის მისაღებად.

ადგილზე მომსახურების გაწევა  მხოლოდ განაცხადის/მოთხოვნის ჩაბარებას მოიცავს. დოკუმენტების დამზადება განხორციელდება საელჩოში, ქ. რომში და დოკუმენტის დამზადების შესახებ შეტყობინება მოქალაქის მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე იგზავნება. საელჩოდან დოკუმენტების გატანა დაინტერესებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს პირადად, მინდობილი პირის, საფოსტო გზავნილის ან კურიერის მომსახურების მეშვეობით.

ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს საელჩო  იტალიის რესპუბლიკაში აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები