ირმები “წითელი ნუსხიდან” ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიდეოხაფანგებმა დააფიქსირა

ბორჯომ-ხარაგაული ეროვნული პარკის ვიდეოხაფანგმა ტყეში გადაშენების პირას მყოფი სახეობის ირმები დააფიქსირა. ვიდეოს დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ჩვენი ფოტო-ხაფანგები ხშირად აფიქსირებენ მშვიდად მოსეირნე კეთილშობილი ირმების ჯოგს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ირმების „მყვირალობა” (გამრავლება) შემოდგომა-ზამთრის პერიოდშია. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რომელიმე ბილიკზე სალაშქროდ წასულებს ირმების ყვირილი და რქების ჭახა-ჭუხი თუ შემოგესმათ, არ შეგეშინდეთ, მამრებს შორის “შეჯიბრია” მდედრის მოსაპოვებლად. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ამ მშვენიერ ცხოველზე ნადირობა აიკრძალა. ირემი შედის საქართველოს ამჟამად მოქმედ „წითელ ნუსხაში” სტატუსით – გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი” – ამბობენ დაცული ტერიტორიების ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები