საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ზამთარში, კვირაში 340 რეგულარული რეისი შესრულდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, 2019-20 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის, ავიაკომპანიების რეგულარული ფრენის განრიგი დაამტკიცა.

2019 წლის ოქტომბრის ბოლო კვირიდან, 2020 წლის მარტის ბოლო შაბათამდე, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში საშუალოდ 340 რეგულარული რეისი შესრულდება (2 ქართული და 32 უცხოური ავიაკომპანიის მიერ).

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება 37 მიმართულებით, ესენია: ათენი, ალმა-ატა, ამსტერდამი, ანკარა, აქტაუ, ბარსელონა, ბაქო, ბაჰრეინი, ბოლონია, ბრიუსელი, ბერლინი, ბუქარესტი, დელი, დოჰა, დუბაი, ელ-ქუვეითი, ერევანი, ვარშავა, ვენა, თეირანი, თელ-ავივი, კიევი, ლონდონი, მილანი, მინსკი, მიუნხენი, ნურ-სულთანი, პარიზი, პეკინი-ურუმჩი, პრაღა, რიადი, რიგა, სტამბოლი, ტაშკენტი, შარმ ელ შეიხი, შარჟა და ხარკოვი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება 30 მიმართულებით, ესენია: ათენი, ბაზელი, ბარი, ბარსელონა, ბერლინი, ბოლონია, ბრიუსელი, ბუდაპეშტი, გდანსკი, დორტმუნდი, ეინდჰოვენი, ვარშავა, ვილნიუსი, ვენა, ვროცლავი, კატოვიცე, კოპენჰაგენი, კრაკოვი, ლარნაკა, ლონდონი, მარსელი, მემინგენი, მილანი, ნიცა, პარიზი, პოზნანი, პრაღა, რომი, სალონიკი და ტალინი.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება 6 მიმართულებით, ესენია: ბაქო, თეირანი, თელ-ავივი, კიევი, მინსკი და სტამბოლი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ სატვირთო რეისებს განახორციელებენ Silk Way Airlines, Cargolux და Turkish Cargo შემდეგი მიმართულებებიდან: ბაქო, ლუქსემბურგი (თბილისიდან – აშხაბადი) და სტამბოლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები