“საბავშვო ევროვიზია 2019” 24 ნოემბერს პოლონეთში გაიმართება

საქართველოს წარმომადგენელი, გიორგი როსტიაშვილი პოლონეთში, „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსზე უკვე გაემგზავრა. იგი წინასაკონკურსო ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას.

გიორგი კონკურსზე ქართულენოვანი სიმღერით „გვინდა, გვიყვარდეს“  წარსდგება და 18 კონკურენტთან მოუწევს უპირატესობის  მოპოვება.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე საკუთარი ფავორიტისათვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს ონლაინ-რეჟიმში შეეძლება. ონლაინ-პლატფორმაზე შესაძლებელია ხმა მისცეთ 3, 4 ან 5 ფავორიტ კონკურსანტს, მათ შორის, საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელსაც. ხმის მიცემა 22 ნოემბრიდან დაიწყება და დასრულდება 24 ნოემბერს, პირდაპირი ტრანსლირების დაწყებამდე.

 

საბავშვო ევროვიზია ყოველწლიური კონკურსია, რომელიც  ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების აქტიურ წევრებს შორის ყოველწლიურად იმართება.

იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროგრამაა, რომელის მაყურებელთა რაოდენობაც 400 მილიონიდან 600 მილიონამდე მერყეობს. „ევროვიზიის“  ტრანსლირება ევროპის გარეთაც ხდება, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავსტრალია, კანადა, ეგვიპტე, ჰონკონგი, ინდოეთი, იორდანია, ლიბანი, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთი კორეა, ვიეტნამი, და აშშ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები კონკურსში მონაწილეობას არ იღებენ.

საქართველომ “საბავშვო ევროვიზიის” კონკურსზე 3 გამარჯვება – 2008, 2011 და 2016 წლებში უკვე მოიპოვა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები