ქართველი სოპრანო პრესტიჟული ევროპული მუსიკალური ფესტივალის ფინალისტია

ქართველი სოპრანო ნინა ცარელაშვილი ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის, Tour Music Fest-ის  ფინალისტი გახდა.

მან ნახევარფინალში მიმის არია შეასრულა ჯაკომო პუჩინის ოპერიდან „ბოჰემა”. ნახევარფინალისტების მოსმენა რომში გაიმართა, სადაც 24 დეკემბერს დაგეგმილია Tour Music Fest-ის ევროპული ფინალიც. რომში სხვადასხვა ქვეყნიდან ეროვნულ ფინალში გასული შემსრულებლები ჩავლენ.

ნინა ცარელაშვილი ვანო სარაჯიშვილის თბილისის კონსერვატორიის კუსრდამთავრებულია. ის ასევე სწავლობდა იტალიის ოზიმოს საოპერო აკადემიაში.

Tour Music Fest 2007 წელს იტალიაში დაარსდა, ის ევროპის პრესტიჟული კონკურსია, რომელში მონაწილეობაც ევროპული ქვეყნებიდან წარდგენილ მომღერლებს შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები